იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ლაშა მაქაცარია ახალ პოლიტიკურ პარტია
"გირჩს" აკრტიტიკებს.
პოლიტიკურად ნული - ასე უწოდა "გირჩს" ყოფილმა გუბერნატორმა.
მან ასევე,
"გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმღვანელი
თემურ ცამციშვილი გააკრიტიკა, რომელსაც "ტინგიცა ბავშვი" უწოდა.
"არ მგონია ეს იყო პოლიტიკურ გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რა იცის მან
პოლიტიკა რა არის. თვითონ არ იცის რა ნაბიჯი გადადგა, ესაა
არასერიოზულად გადადგმული ნაბიჯი. როცა რაღაც ჭირდებოდა, ყოველთვის
ჩემთან მოდიოდა, რჩევას მეკითხებოდა და ბოლომდე გვერდით ვედექი. ახლა
ამ ნაბიჯის შესახებ ჩემთვის მერე გახდა ცნობილი და ამით მოიჭრა ჩემთან
და მისი კეთილისმსურველებთან უერთიერთობის გზა. ამას რას დავეძებ,
ქალაქისთვისაც ვერაფერს გააკეთებს, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია არაა
ის, რომელიც მომავალში ხელისუფლებაში მოვა. ესაა ჩვეულებრივი სატელიტი
დღევანდელი ხელისუფლების. თვითონ თემური მეეჭვება გარიგებებში იყოს,
მაგრამ ის აღმოჩნდა ხაფანგში, მისი ადგილი იქ არაა. თვითონ მიხვდება
და წამოვა იქედან. ამ ინფანტილური ნაბიჯით დაუსვა წერტილი ხვალინდელ
იმ დღეს, სადაც ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირი, რომელიც
ქალაქის განვითარებაში მიიღებდა მონაწილეობას. თუ რამე აქვს
გაკეთებული ამ ქალაქში, საკუთარ თავზე ნუ დაიბრალებს, ეს იყო მხარის
და ქალაქის ხელმძღვანელობის ნება, რომ ამ მიმართულებით რამე
შეცვლილიყო და განსაკუთრებული ექსკლუზივები მას არ ჰქონია.
ჩამოუყალიბებელი, არასერიოზული კაცია. მის გარშემო შეკრული ჯგუფი
შეუჩნდა და დააბოლეს. ესენი არიან ნული პოლიტიკაში," - აღნიშნა ლაშა
მაქაცარიამ.
მასალის გამოყენების პირობები