ახალი ამბები
ქუთაისის 4 პოლიკლინიკის თანამშრომლები - მერმა დირექტორი ერთპიროვნულად დანიშნა
FaceBook
ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის თანამშრომლები ამავე პოლიკლინიკის დირექტორს და ქუთაისის მერიას უპირისპირდებიან.
აღნიშნულზე განცხადებას თავად პოლიკლინიკის თანამშრომლები ავრცელებენ.

"მ/წლის ივლისის დასაწყისში ჩვენს პოლიკლინიკაში მობრძანდა ახალი დირექტორი ირაკლი ბრეგაძე, რომელიც ერთპიროვნულად დანიშნა ქუთაისის მერმა. მოსვლის დღიდან დირექტორი ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე, დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს ადამიანებს, რომლებმაც როგორც იტყვიან ჩვენი ზურგით მოვიტანეთ დღემდე პოლიკლინიკა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვიკლო ხელფასები და გაანთავისუფლა კვალიფიციური თანამშრომლები. შტატები გაიზარდა და დაინიშნა მერიის ჩინოვნიკების ნათესავები მაღალი ანაზღაურებით. ირაკლი ბრეგაძე ამ ყველაფერს ხსნის იმით, რომ ვალი გვაქვს მერიის (არ ვიმყოფებით მერიის დაფინანსებაზე) და თითქოსდა მერია ითხოვს საკმაოდ სოლიდურ თანხას (დავალიანება არ დასტურდება არანაირი დოკუმენტით) და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებულ თანხას, რომელიც სრულიად ბენეფიციარების მომსახურეობისათვის არის გათვლილი და არა "ატკატებისათვის", - აღნიშნულია პოლიკლინიკის თანამშრომელთა გნაცხადებაში.

ისინი ასევე, აცხადებენ, რომ ანალოგიური ვითარებაა ქუთაისში ჯანდაცვის სხვა დაწესებულებებშიც, როს გამოც მედიკოსებს საკუთარი უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

"დღევანდელი მთავრობის ხელში ექიმის შრომა თითქოს დაფასდა და მედპერსონალს მიეცა საშუალება შედარებით შესაფერისი ხელფასი ჰქონოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ პირიქით. აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენს პოლიკლინიკაში არ ხდება, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც. მოგიწოდებთ ყველა ექიმს, ექთანს თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დავიცვათ ჩვენი უფლებები, შევაჩეროთ ექიმების დაცინვა და უპასუხისმგებლო განხადებები. თუ კი ჯანდაცვის სამინისტროს აინტერესებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბედი და ასევე თუ როგორ იხარჯება სახელმწიფოს მიერ გადმორიცხული თანხები, მაშინ გთხოვთ, თქვენს დახმარებას და ნუ მისცემთ ადგილობრივ ჩინოვნიკებს თუ დირექტორებს მედპერსონალის დაცინვის უფლებას. ნუღარ დაგვაბრუნებთ ექიმებს ბნელ ხანაში," -  ნათქვამია  4 შერეული პოლიკლინიკის თანამშრომლების განცხადებაში.

მე-4 შერეული პოლიკლინიკის 100%იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა. პოლიკლინიკის თანამშრომელთა განცხადებაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.