ახალი ამბები
ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს
FaceBook
შსს ინფორმაციით, "თავისუფალი ზონის"  წევრები 238-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის თანახმად არიან დაკავებულნი.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ერთი საათის წინ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დააკავეს. ნიკა ნარსია და მირიან დეისაძე თვითმხილველების თქმით, ქუჩიდან აიყვანეს.  ოდნავ მოგვიანებით, კი მესამე პირის კახაბერ გაბუნის დაკავებაც მოხდა, საკუთარ სახლში.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, კოტე რატიანის განმარტებით, ამ დროისთვის მათთვის უცნობია, თუ სად ჰყავთ დაკავებულები.

"არ გვეუნებიან სად ჰყავთ. გვაქვს ინფორმაცია რომ "თავისუფალი ზონის" სხვა წარმომადგენლების დაკავებაც იგეგმება", - განმარტავენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ნარსიასა და დეისაძის დაკავება გუშინ პარლამენტთან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციას უკავშირდება, სადაც ინცინდენტიც მოხდა.

"უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართ გამოთქმულ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. იქ არავის არავისთვის ძვირადღირებული პიჯაკი არ შემოუხევია. თუმცა, "თავისუფალი ზონის" წევრების დაკავება ამის გამო მოხდა", - განმარტავენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "თავისუფალი ზონის" ორი წევრი 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის თანახმად არიან დაკავებულნი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას ითვალისწინებს. პრესსამსახურისვე ცნობით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.