ახალი ამბები
"მოქეიფეთა სამინისტროს" ქუთაისის მერიამ სახელის შეცვლა მოსთხოვა
FaceBook
"ეს რას უშლის ხელს ვერ "გავაიასნე"


ქუთაისის მერიამ ორახელაშვილის ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტს სარეკლამო ბანერის შინაარსი დაუწუნა. კაფეს, რომელსაც "მოქეიფეთა სამინისტროს" სახელს ატარებს, სარეკლამო ბანერისთვის მფლობელებს მერიამ გაფრთხილება  და  სახელწოდების შესაცვლელად 45 დღიანი ვადა მიეცა.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, რეკლამაზე გამოსახული კაფის სახელწოდება ქალაქის იერ-სახეს არ შეესაბამება და მიუღებელია, რის გამოც ობიექტის მფლობელებს გაფრთხილება მიეცათ.
მესაკუთრემ სახელწოდება 45 დღეში უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია მას 200 ლარით დააჯარიმებს.
"მოქეფეთა სამინისტროს" წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ დაიწუნა ქუთაისის მერიამ კაფის სახელწოდება.
"სხვა რაღაცას მოვიფიქრებ, მაგრამ ეს რას უშლის ხელს ვერ "გავაიასნე", იმიტომ რომ თბილისში არსებობს "ჭამა-სმის სამინისტრო", ქუთაისში რატოა ეს პრობლემა არ ვიცი," - ამბობს "მოქეფეთა სამინისტროს" წარმომადგენლი.
მერიასთან შეუთანხმებლად სარეკლამო ბანერების განთავსებისთვის თუ რამდენ ობიექტს მიეცა გაფრთხილება ქუთაისში? - ნახეთ სტატია მალე "ქუთაისიპოსტზე".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.