"შემსრულებელმა ორგანიზაციამ ხარვეზი უნდა გამოასწოროს".
ქუთაისის მერია შპს "დაგი +"-ის მიერ გზის რეაბილიტაციისას შესრულებული სამუშაო დაიწუნა. საუბარია, ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის ნაწილზე, სადაც კომპანია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მერიაში აცხადებენ, რომ შესრულებულ სამუშაოებს მანამ არ ჩაიბარებენ, ვიდრე კომპანია ხარვეზს არ გამოასწორებს.
"დიდი არაფერი არ არის, უბრალოდ ბორდიულსა და გზას შორის წყალი დგება, რაც არ უნდა იყოს, ეს იყო შენიშვნა, რომელსაც შემსრულებელი ორგანიზაცია გამოასწორებს", – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე. მისი თქმით აღნიშნული ხარვეზი მერიის ინსპექტირების ჯგუფმა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა, რომელსაც ლაბორატორიული შემოწმების შედგეგიც დაემთხვა.
შპს "დაგი +"ის ხელმღძვანელის, გიგა ფალიანის განმარტებით, აღმოჩენილ ხარვეზს რამდენიმე დღეში გამოსაწორებენ.
"შენიშვნა უფრო ადრე მოგვცეს, მაგრამ ამინდების გამო შეუძლებელი იყო მუშაობა. ამის გარდა, ასევე, ვაკეთებთ სხვის მიერ დაზინებულ ადგილს. რადგან, მოაჯირი სხვამ დააზინა და ამის გამო დაზინადა გზის გარკვეული მონაკვეთი", - ამბობს ფალიანი.
ქითაისში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "დაგი +"-ს 1 მილიონ 950 ათას ლარი გამოუყო.
რამდენად ხარისხიანია ქუთაისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა პრეტენზიები აქვთ მერიაში, როგორ და ვის მიერ ხდება შესრულებული სამუშაოების შემოწმება? ასევე, როგორია ექსპერტიზისა და ლაბორატორიის დასკვენები?
ნახეთ სტატია მალე www.kutaisipost.ge-ზე.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები