ქუთაისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი დააკავეს.
ნიკა ნარსია პრემიერის დაცვის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა მან საქართველოს დროშა "ჰაკიმ ფაშას" სკანდირებით გაშალა.
"სამარცხვინო პრემიერის დაცვამ დააკავა ნიკა ნარსია, საქართველოს დროშა რომ ააფრიალა იმის გამო. ესენი არიან არაადამიანები," - განაცხადა სალომე ჯავახაძემ, რომელიც ასევე "თავისუფალი ზონის" წარმომამადგენელია.
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში ახალი სამვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე იმყოფებოდა.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები