ქუთაისის მერია ავიაკომპანია "ვიზიარს" სარეკლამო მომსახურებაში 15 000 ლარს გადაუხდის.
აღნიშნული თანხა ავიაკომპანიის მიერ განხორცილებულ რეისებში ქუთაისის სარეკლამო ბუკლეტების დარიგებას მოხმარდება.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სიძვირის გამო, ვიზიარის რეისებში ქუთაისის ბუკლეტები მხოლოდ რამდენიმე თვით განთავსდება.
"მსოფლიოს მასშტაბით, სადაც კი დაფრინავს "ვიზიარი", მოხვდება ქუთაისის შესახებ ორი გვერდი. ადამიანი რომ მიფრინავს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, გადაშლის და ნახავს, რომ არსებობს ქალაქი ქუთაისი," - განმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში 15 000 ლარის ცვლილება ტურიზმის სფეროში სარეკლამო მომსახურებისთვის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები