ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს 110 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა, რაც დაახლოებით 30 ჰექატრს შეადგენს.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ, კოტე ქავთარაძემ "ქუთაისიპოტთან" საუბარში განმარტა.
"ჩვენ დავირეგისტრირეთ ის მიწი ნაკვეთები, რომლებიც აქამდე არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ამ დროის მონაცემებით, სულ არის გაკეთებული 330 მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსია, რომელიც დაახლოებით 120 ჰექტარს შეადგენს. აქედან, 110 მიწის ნაკვეთის უკვე დავირეგისტრირეთ", - ამბობს ქავთარაძე.
ვიცე-მერის განმარტებით, შემდგომ მოხდება თითოეული მიწის ნაკვეთის დახარისხება-დანაწილება, რაც მიწის ნაკვეთებისთვის კომერციული შინაარსის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ამის შემდეგ კი, დანაწილებული მიწის ნაკვეთი საპრივატიოზაციო ნუსხაშიც მოხვდება, რაც, ქავთარაძის განმარეტებით, ქალაქს ეკონომიკის განვითარებას წაადგება.
მასალის გამოყენების პირობები