ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესს, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, "ნაციონალი" დეპუტატი სასამართლოში გაასაჩივრებს.
"შეუსაბამოა ამ განმარტების მიხედვით ატესტაციისა და კონკურსის გამოცხადება. აღნიშნული მუხლის თაობაზე მე პირადად წავალ სასამართლოში," - განაცხადა საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესიკ ბრეგაძემ. მისი განმარტებით, ქუთაისის მერია ატესტაციით ააიპ-ებში პოლიტიკური წმენდის განხორციელებას გეგმავს. საკრებულოს უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ ქუთაისის მერიას არ აქვს სამართლებრივად იმის უფლება, რომ მხოლოდ ააიპ გაერთიანების ხელმძღვანებს ჩაუტარონ ატესტაცია.
"რატომ უტარებენ მხოლოდ ააიპ გართიანებაში შემავალი ფილიალების ხელმძღვანელებს ატესტაციას? რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური წმენდა. ამას ასე არ დავტოვებ. ამ საკითხს გავივლი თოთოეული ააიპ გაერთიენების იურისტებთან", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ბესო ბრეგაძემ.
ააიპ-ების თანმაშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია უმრავლესობის წევრს, ნატო ქათამაძეს. ქუთაისის მერიის ააიპ-ების თანამშრომელთა ტესტირების მეთოდიკის, შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების უზრუნველყოფა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას დაეკისრა.
მასალის გამოყენების პირობები