"სანთლებით, ყვავილებით, შავი ფერის ლენტებით.. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა"
15 ივნისი, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის დღედ გამოცხადდა. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები. მომხდარის გამო ხვალ ქუთაისში, სამგლოვიარო აქცია გაიმართება. აქცია ამ წუთებში სოციალურ ქსელში დაიგემა.
"ქუთაისელებო, ერთად მივაგოთ პატივი გარდაცვლილთა ხსოვნას და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს. ვიკრიბებით თეთრ ხიდზე სანთლებით, ყვავილებით, შავი ფერის ლენტებით. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა!"
სამგლოვიარო აქცია, დღეს, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, 19 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები