ინდ.მეწარმე "შალვა ლეონიძესთან", რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით
შეფერხებით ამარაგებდა ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 5000
ლარამდე თანხით დააჯარიმა, შემდეგ კი ხელშეკრულება 25 ოქტომბერს
შეწყვიტა.
ბაღების ბოსტნეულით მომარაგებაზე კი გაერთიანება ტენდერს ნოემბრის
დასაწყისში გამოაცხადებს, მანამდე კი ერთთვიანი ხელშეკრულება 53 820
ლარზე შპს "იმპორტს თუ ჯორჯიასთან" გააფორმა.
ინდ.მეწარმემ ქალაქში არსებული 37-ე საბავშო ბაღის ბოსტნეულით
მომარაგებაზე პასუხისმგებლობა გაერთიანების მიერ გამოცხადებული
ტენდერის (160030100) გზით მიიღო. 480 000 ლარის ღირებულების
სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ მიიღო. თუმცა,
ვაჭრობის შედეგად პრედენტენ კომპანიებს შორის ყველაზე ნაკლები თანხა
ინდ.მეწარმე შალვა ლეონიძემ შესთავზა, რის გამოც ბაღების გაერთიანებს
ხელშეკრულება 279 856 ლარზე მიმდინარე წლის 20 იანვარს გააფორმა.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ინდ.მეწარმეს
საბავშვო ბაღები 2017 წლის ბოლომდე ბურღულეულით, კარტოფილით,
ბოსტნეულით და ხილით უნდა მოემარაგებინა.
გაერთიანებაში განმარტავენ, ამ პროდუქტების მოწოდებას ინდ.მეწარმეს
პრობლემები ექმნებოდა, რის გამოც, მას პედიოულად გაფრთხილებას
აძლევდნენ.
"ინდ მეწარმე ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ხუთჯერ დაჯარიმდა,
რადგან ის ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებდა," - ამბობს ააიპ
ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე.
თავად, ინდ.მეწარმე შალვა ლეონიძე ჩვენთან საუბარში იმ მიზეზებზე
საუბრობს, რის გამოც, ის ვერ ახერხებდა ბაღების დროულ
მომარაგებას.
"თბილისიდან ქუთაისში ტრანსპორტირებას დრო ჭირდება, ხშირად იყო რომ
მანქანა ზიანდებოდა და პროდუქტის ჩამოტანაც გვიანდებოდა. პრობლემა იყო
ისიც, რომ აგვიანდებოდა აიპიდან თანხებს გადმორიცხვა," - ამბობს შალვა
ლეონიძე.
თანხების შეფერხებით გადარიცხვის ფაქტს არ ადასტურებენ ქუთაისის ააიპ
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.
"არ შეესაბამება სიმართლეს ის ინფორმაცია, რომ თანხების გადარიცხვა არ
ხდებოდა დროულად," - ამბობს იურისტი რამაზ იობიძე.
ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დრომდე გაწეული
მომსახურებისთვის ინდ.მეწარმეს 125 053 ლარი აქვს ათვისებული.
ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებში მედოვნებენ, რომ საბავშვო
ბაღების ბოსტნეულით მომარაგებაზე ახალ მიმწოდებელთან, პრობლემა აღარ
შეექმნებათ.
ამავე
თემაზე:
"ხელშეკრულებას შევწყვეტთ" - ბაღების გაერთიანება
ქუთაისის ბაღებში შექმნილ კვების პრობლემაზე (ფოტო)
1 ლარად მოგებული ტენდერები ქუთაისის ბაგა-ბაღების
გაერთიანებაში
მასალის გამოყენების პირობები