საზოგადოება
შრომა უსაფრთხოების გარეშე
FaceBook

მიმდინარე წელს, საქართველოში საწარმოო შემთხვევების გამო, 40 ადამიანი გარდაიცვალა.

უფლებადამცველების აზრით, ეს მაჩვენებლი შრომითი უსაფთხოების კანონის ხარვეზით არის გამოწვეული, რასაც, ჯანდაცვის სამინსიტროშიც აღიარებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა, თუ დამსაქმებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ.


საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.


ქვეყანაში შრომის პირობების შემოწმებას, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შრომის პირობების დეპარტამენტი ახორციელებს. თუმცა, საწარმოების ინსპექტირება ამ დრომდე მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება, რაც ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კრიტიკის საგანია.

"ინსპექტირება არ არის სავალდებულო და დეპარტამენტს არა აქვს სამუშაო ადგილების უპირობო ინსპეტირების უფლება, არც აღსრულების მექანიზმები. ამ ფონზე კი ქვეყანაში ვერანაირად ვერ შეიქმნება უსაფრთხო სამუშაო გარემო," - ამბობს "ქუთაისიპოტთან" საუბარში "იემსის" სოციალური პროგრამების დირექტორი ლინა ღვინიანიძე.

შესაბამის უწყებაში განმარტავენ, რომ სწორედ მათი გამოსწორების მიზნით ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს.

ჯანდაცვის სამინისტრის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ირაკლი არაბიძის ინფორმაციით, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება სავალდებულო გახდება.

"კანონპროექტის მიზანია, განუსაზღვროს დამსაქმებელს და დასაქმებულს კონკრეტული წესები, რათა თავიდან ავიცილოთ ტრამვები დაზიანებები. შრომის ინსპექცია იქნება ერთგვარი ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შეამოწმებს, თუ რამდენად ასრულებს დამსაქმებელი წესებს. ინსპექციას ექნება პრევენციული ზომები, შემოწმების მექანიზმები და ჯარიმები," - ამბობს არაბიძე.

უფლებადამცველები იმაზე მიუთითებენ, რომ აღსრულების ბერკეტები სახელმწიფოს 2015 წელს უნდა აემოქმედებინა.

"ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის მიხედვით შრომის უსაფრთხოების კუთხით ეფექტური პოლიტიკა სახელმწიფოს ამ დრომდე უნდა გაეტარებია," - განმარტავს "იემსის" სოციალური პროგრამების დირექტორი, ლინა ღვინიანიძე.

საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების 30 - ე დანართში გათვალისწინებულია 28 ევროდირექტივა, რომლის მიხედვით საქართველომ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისთვის, აღსრულების ბერკეტები უნდა გააუმჯობესოს.

ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი სწორედ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას ითვალისწინებს.

"კანონპროექტი მალე გადაეგზავნება პარლამენტს დასამტკიცებლად და მას შემდეგ რაც მოხდება სრულყოფილად ინსპექციის შექმნა და ექნება სრული ფუნქცია აკონტროლონ შრომის ბაზარი," - აცხადებენ შრომის პირობების გაუმჯობესების დეპარტამენტში.

უფლებადმცველები კი ვარაუდობენ, რომ თუ სავალდებულო ინსპექტირების შემოღებასთან ერთად, ადეკვატური სანქციებიც არ დაწესდა, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.

შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის შექმნილი ახალი კანონპროექტის ამოქმედებამდე დასაქმებულები საქართველოში კვლავ დაუცველ სამუშაო გარემოში რჩებიან.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.