იმერეთის გუბერნიას 5 ჯიპი ჰყავს, რომელთა საერთო ღირებულება 245
780 ლარია.
მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული ჯიპით, იმერეთის გუბერნატორი
გადაადგილდება. გივი ჭიჭინაძეს 89 688 ლარიანი TOYOTA LC 2000
ემსახურება, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას ენერგეტიკის სამინისტრომ
უსასყიდლოდ გადასცა.
გარდა ამისა, სამხარეო ადმინისტრაციას კიდევ ჰყავს 2013
წლის პიკაპი, რომლითაც მხარის გუბერნატორი რეგიონებში
გადაადგილდება.
67 000 ლარიანი TOYOTA PRADO ჰყავს გუბერნატორის პირველ მოადგილეს,
გრიგოლ დალაქიშვილს, რომელიც ქუთაისის მერიამ გადასცა.
გუბერნიის სამივე ავტომანქანის სანომრე ნიშნები “ქართული
ოცნების“ პარტიულ ნიშანს - 41 -ს შეიცავს.
ჯიპით გადაადგილდება გუბერნატორის მეორე მოადგილეც. იოსებ
ხახალეიშვილს 41 000 ლარიანი TOYOTA PRADO ემსახურება.
”ჰონდას“ ჯიპი ჰყავს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის
უფროსს, ზურაბ გაბიძაშვილს. 2000 წლის ჯიპი სამხარეო
ადმინისტრაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტმა გადასცა.
გარდა ჯიპებისა, სამხარეო ადმინისტრაციას 5 სედანის
კლასის ავტომანქანა ემსახურება.
გუბერნიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არავინ სარგებლობს 29 570 ლარიანი
SKODA OQTAVIA -თი. 2013 წლის სედანის კლასის ავტომანქანა, რომელიც
ქუთასის მერს და ყოფილ ვიცე-გუბერნატორს, გიორგი ჭიღავრიას
ემსახურებოდა, სარგებლობაში ჯერჯერობით არავისთვის გადაუციათ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ავტოპარკი სულ 10 ავტომანქანას
ითვლის, რომელთა საერთო ღირებულება 354 490 ლარია. იმერეთის გუბერნიის
ინფორმაციით, ყველა ავტომანქანა სხვადასხვა უწყების მიერ უსასყიდლოდაა
გადაცემული.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები"
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები