სამართალი
საგადასახადო დავა "ჯორჯიან მანგანეზმა" სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფოს მოუგო
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საგადასახადო დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხებოდა, შპს "ჯორჯიან მარგანეზში"  სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად 200 მილიონამდე თანხის დარიცხვის კანონიერების საკითხს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ორგანოს მხრიდან შპს "ჯორჯიან მარგანეზის" საგადასახადო დავალიანების განსაზღვრა განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

არსებითად დაირღვა მატერიალური კანონმდებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო კერძო კომპანიაზე თანხის დარიცხვის საფუძვლები და საგადასახადო ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

"ჯორჯიან მარგანეზი"  წარმოადგენს ამერიკული კომპანია ,,ჯორჯიან ემერიქენ ელოიზის" მიერ დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც საქართველოში სამ უმსხვილეს საწარმოს - "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას",   "ჭიათურმანგანუმსა" და "ვარციხე ჰესების კასკადს" ფლობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.