დაუცველი უსაფრთხოება და "შანტაჟის სუნი" სამუშაო ადგილებზე (გადაცემა)
16:33 / 12.05.2017
"ქუთაისიპოსტის სტუდია" წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.
გადაცემის თემაა შრომის უსაფრთხოება, რომლის დაუცველობით, ტყიბულში, 9
მაისს, სამუშაო პროცესის დროს 4 მეშახტე დაუღუპა.
ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად
გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველწლიურად მზარდია, რასაც
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტურ საქმიანობას
უკავშირებენ, რადგან სამუშაო პირობების შემოწმება დღესდღეობით
სავალდებულო არ არის.
ტყიბულში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც 11 მაისს
გახდა ცნობილი, საქართველოში შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით
მონიტორინგის ჯგუფი იქმნება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფი ეკონომიკის
სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს,
ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით
დაკომპლექტდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 11 მაისს "შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის
შეხვედრაზე მიიღეს.
რა ხდება დღეს ტყიბულის შახტაში და სხვა საწარმოებში, როგორ პირობებში
მუშაობენ იქ დასაქმებულები, რას და როგორ შეცვილს მონიტორინგის ჯგუფის
მუშაობა და რა მოთხოვნები აქვთ პროფკავშირებს? – აღნიშნულ საკითხებზე
საუბრობს გადაცემის სტუმარი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური
მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, თამაზ
დოლაბერიძე.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები