ქუთაისში, ძაღლთა მუნიციპალური თავშესაფარი იხსენება, რომელიც ერთდროულად უმეთვალყურეოდ დარჩენილ 300 ცხოველზე იქნება გათვლილი.
ქალაქში 2000 - მდე ე.წ. მაწანწალა ძაღლია აღრიცხული. მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია "ააიპ სპეციალურ სერვისებში" განმარატვენ, რომ 1600- მდე ძაღლი უკვე აცრილია.ძაღლებისთვის თავშესაფრების მოწყობასა და შესაბამისი პირობების
არსებობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ცხოველთა
უფლებადამცველი თემურ ლაჭყეპიანი. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებს
უმეთვალყურეოდ დატოვებულ ცხოველებისთვის სათანადო პირობების შექმნას
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოში
"მსოფლიო ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციის" დირექტივები უნდა იქნას
გათვალისწინებული.
"მსოფლიო ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციის" წესდების მიხედვით,
ცხოველთა თავშესაფრებში პროფესიონალი ზოოლოგები უნდა მუშაობდნენ.
ასევე, ზოოლოგების, ვეტერინარებისა და ცხოველთა უფლებების დამცველთა
რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა ხდებოდეს.
"ცხოველს სქესის მიხედვით უნდა ჩაუტარდეს სტერილიზაცია და კასტრაცია,
ხოლო ყოველ ერთ წელიწადში ყველა ძაღლს უნდა გაუკეთდეს ცოფის
ვაქცინა.
ზემოთ ნახსენები პროცედურების ჩატარების შემდეგ უმეთვალყურეოდ
დატოვებული ცხოველები აყვანის ადგილზე უნდა ბრუნდებოდეს.
ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს ძაღლთა თავშესაფარი", -
განმარატვს ცხოველთა უფლებადამცველი, თემურ ლაჭყეპიანი.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცხოველთა დაცვის საკითხებზე
მუშაობენ, საქართველოში უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხოველებისთვის
სათანადო პირობების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ცხოველთა
დაცვის ფონდ "არგუსში" ევროპული ქვეყნების პრაქტიკაზე მიუთითებენ და
ამბობენ, რომ საქართველოში შინაური ცხოველების მუდმივი აღწერა და
მათთვის მეპატრონის პოვნა არ ხორციელდება.
"უნდა არსებობდეს ძაღლთა ერთიანი ბაზა, როდის აიყვანეს, საიდან
წამოიყვანეს, აუცრეს, სტერილიზაცია და კასტრაცია გაუკეთეს. უნდა
ხდებოდეს მათი იგივე ადგილზე დაბრულება და არა გარეუბანში გაყვანა. თუ
ძაღლს გარეუბანში გაუშვებენ ამით პრობლემა ვერასდროს მოგვარდება", -
ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი და ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო
ფონდის, "არგუსის" წარმომადგენელი, რუსუდან ხუნწარია.
"ააიპ სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა ირწმუნება,
რომ მათ მიერ განხორციელებული სამუშაოები შედეგს, დაახლოებით სამ
წელიწადში მოიტანს. რაც, მისი თქმით, ქუჩებში უმეთვალყურეოდ დარჩენილი
ცხოველების რაოდენობას შემაცირებს.
მასალის გამოყენების პირობები