ქუთაისის სტატუსი საარჩევნო დაპირებების იმედად (ვიდეო)
17:29 / 08.07.2016
ქუთაისში აქტიური განხილვის საგანი გახდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
მშენებლობის პროექტის განხორციელება.
ადგილობრივებს საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის იდეა აეჭვებთ და მას
მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდად მიიჩნევენ.
ამ დაპირებამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში უკვე მესამედ, სწორედ
წინასაარჩევნო პერიოდში გაიჟღერა.
მიუხედავად ამისა, რეალურად ქალაქი ამ დრომდე სტატუსის ძიებაშია.
გასაიდუმლოებული დეტალები
ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული საგანმანათლებლო ცენტრის
მოწყობის ადგილმდებარეობას არც ცენტრალურ და არც ადილობრივ
ხელისუფლებაში ამხელენ.
საკითხის გარკვევის მიზნით, "ქუთაისიპოსტი" მერიამ "ქართუ ჯგუფში"
გადაამისამართა, თუმცა დეტალებს არც ფონდში ახმაურებენ.
ჯერჯერობით, იდუმალებით მოცული პროექტის განხორციელებაზე, ბიძინა
ივანიშვილი აცხადებს, რომ ის მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გახდება
ცნობილი.
მოსაზრებები საუნივერსიტეტო ქალაქზე
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის
მოსაზრებით, ახალი საგანმანათლებლო ცენტრის აშენებას, შესაძლოა უკვე
არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარება სჯობდეს.
"არანაკლებ დადებითი შედეგის მომტანი იქნება ქუთაისისთვის, თუ
ფინანსები ქალაქში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებს
მოხმარდება, თუმცა ახალი საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობასაც ვუჭერ
მხარს," - ამბობს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი, გიორგი ღავთაძე.
ქუთაისში მცხოვრებლები კი თვლიან, რომ ქალაქის სტატუსი განხილვის
საგანი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა არჩევნები ახლოვდება.
შესაბამისად, მოსახლეობაში კვლავაც რჩება კითხვა - საპარლამენტო თუ
საუნივერსიტეტო.
"ქუთაისს ხან საპარლამენტო, ხან საუნივერსიტეტო სახელს არგებენ,
ამასობაში მგონი, არც ერთი იქნება და აღარც მეორე," - ამბობს ქუთაისში
მცხოვრები, თენგო მჭედლიძე.
ქუთაისელ ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილი ქალაქის საუნივერსიტეტო კერად
გადაქცევას 2012 წელს დაპირდა.
ამ იდეამ შემდეგ ჯერზე 2014 წელს თემურ შაშიაშვილის წინასაარჩევნო
პროგრამაში გაიჟღერა, როდესაც ის ქუთაისის მერობის კანდიდატად
განიხილებოდა.
მიმდინარე წელს კი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევას ბიძინა
ივანიშვილი უკვე მეორედ პირდება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები