კონცეპტუალური აბსტრაქცია - ასე უწოდებს მხატვარი გიორგი ჭიღლაძე
ნამუშევრების კოლექციას, რომელიც მან პერსონალურ გამოფენაზე
წარმოადგინა.
მხატვარმა სააზროვნოდ ალტერნატიული სივრცე შექმნა და ამ გზაზე
მაყურებელიც გაიყოლა.
გიორგი ჭიღლაძე ფართო საზოგადოებამ გასული საუკუნის 90-იან წლებში
გაიცნო "არტ კლუბით", რომელიც მხატვარმა მეგობართან ერთად დააფუძნა.
კლუბმა მაშინ ქუთაისში მოქმედი ბევრი არტისტი გააერთიანა და
ოფიციალური კულტურის მიღმა სხვა ფანჯარა გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები