ვიდეო
ლურჯი ავტობუსები ქუთაისში - შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით
FaceBook
ქუთაისში, წლების განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ათობით სხვადასხვა პროექტი განხორციელდა.
რომ არა დონორების ფინანსური მხარდაჭერა, შესაძლოა, მათი დიდი ნაწილი არც ყოფილიყო. "ქუთაისიპოსტი" სწორედ ასეთ პროექტებზე მოგიყვებათ.

მათ შორის ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსებია. ქუთაისში უკვე ოთხი წელია, მგზავრები მოწესრიგებული ავტობუსებით გადაადგილდებიან.

ადგილობრივი მთავრობის მრავალწლიანი დაპირება, რომ გამოცვლიდნენ ქალაქში საბჭოთა დროინდელ ამორტიზებულ ავტობუსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა.

ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე საუბარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე 2024 წელს დაიწყო. თუმცა, ლურჯი ფერის 60 ავტობუსი, მხოლოდ 2020 წლის ნოემბერში გამოჩნდა. ქუთაისში სატრანსპორტო სისტემის განახლება EBRD-ის ფულით (სესხით) მოხერხდა.



ქუთაისისთვის 60 ერთეული ავტობუსის საფასური 6 მილიონ 814 618 ევროთი განისაზღვრა. აქედან 1 032 518 ევრო ფონდმა მუნიციპალიტეტს გრანტის სახით მისცა, ხოლო დანარჩენი 5 775 100 ევრო (23 100 400 ლარი) მერიამ ვალად აიღო.

ქუთაისის გარდა, "მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამი" ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი ავტობუსები კიდევ 5-მა მუნიციპალიტეტმა: თელავმა, ფოთმა, გორმა, ზუგდიდმა და რუსთავმა შეიძინა. 175 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შესყიდვისთვის EBRD-მა საერთო ჯამში 18.7 მილიონი ევრო გამოყო.

2 წლის წინ ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით ჩამოიყვანა ქუთაისმა 10 მიკროავტობუსიც, რომელიც დღეს ქალაქის რთული რელიეფის მქონე უბნებში მოძრაობს.

მიკროავტობუსის შეძენა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, "საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში მოხდა. აღნიშნულისთვის ევროკავშირმა 1 449 380 ლარი გამოგვიყო.


Print