მოფარიკავე სანდრო ბაზაძე პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული
მსოფლიოს თასის გათამაშების ვერცხლის პრიზიორია.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლაში პოლონელ
კშიშტოფ კაჩკოვსკისთან (15:13) დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ კარიერის განმავლობაში მსოფლიოს
თასზე მეექვსე მედალი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები