ანრი ეგუტიძე წლებია ძიუდოისტია, ის 2010 წელს პოტუგალიაში
გადასახლდა და 2013 წლამდე საქართველოს სახელით ასპარეზობდა.
2013 წლიდან ანრი პორტუგალიის მოქალაქეა და ამავე ქვეყნის სახელითაც
ასპარეზობს.
ქართველი სპორტსმენი პორტუგალიური მედიის გარდა ბევრი ევროპული
გამოცემის ინტერესის ობიექტიც არის.
"ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ევროპის ინტერნეტ-გაზეთები შენზე
წერენ. ეს ერთგვარი მუხტიც არის, რომ მეტს მიაღწიო. გარკვეული
მიზეზების გამო მომიხდა პორტუგალიაში წამოსვლა. სურვილი დიდია
გამოვდიოდე საქართველოს სახელით, რა თქმა უნდა, თუმცა, როდის მოხდება
ეს და როგორი ფორმით ჯერ არ ვიცი. სხვისი გადმოსახედიდან შეიძლება
ბევრს მივაღწიე. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო ჩემს
თავზე და, ალბათ, უფრო მეტიც შემეძლო",
- ამბობს ანრი.
ევროპის თასზე ორჯერ ვერცხლისა და ერთხელ ოქროს მედალოსანი გახდა.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი სამჯერ გახდა ოქროს მფლობელი და ორჯერ
ვერცხლის პრიზიორი.
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები