ქუთაისში "ბარ- რესტორან" სეზამში დაჭრილი დაცვის თანამშრომლის
მდგომარეობა სტაბილურია.
"მისი ჭრილობა არ იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, გუშინვე
გაწერეს საავადმყოფოდან" - განმარტავენ ბარ-რესტორან
"სეზამში".
ბარ-რესტორანში დაცვის თანამშრომელი 12 იანვარს ღამით დაჭრეს.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა შელაპარაკების
შედეგად მოხდა.
"ხუთ ნასვამ მდგომაროებაში მყოფ ახალგაზრდას სურდა ბარში შემოსვლა,
ასევე მათ უნდოდათ შემოეტანათ საკუთარი სასმელი. დაცვის თანამშრომელმა
ისინი ბარის ტერიტორიაზე არ შემოუშვა, რადგან ნასვამ მდრომარეობაში
მყოფნი ხელს შეუშლიდნენ ჩვენს სტუმრებს, ასევე არ არის დაშვებული
გარედან სასმელის შემოტანა"მ - განაცხადა ჩვენთან საუბარში
ბარ-რესტორან "სეზამის" მენეჯერმა, ნინო კაპანაძემ.
მისი თქმით, ახალგაზრდებს და დაცვის თანამშრომელს შორის შელაპარაკება
რესტორნის გარეთ მოხდა, რა დროსაც მათი თანამშრომელი ზურგის არეში
დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაზე
გამოძიება სისხლის სამართლის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება
თავისუფლების აღკევთით 3-დან 5 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები