ყველა ამბავს და მოვლენას თავისი ანეკდოტი ახლავს.
ანეკდოტი, ყველაზე სახალხო ტექსტი, რომელიც იუმორს, სიბრძნეს,
გამოცდილებას, სიმართლეს აერთიანებს და მუშაობს ყველა სისტემასა
და მმართველობაში.
მასზე ცენზურა არ ვრცელდება. უფრო ზუსტად ვერ ვრცელდება.
რაზე ყვებიან საახალწლო ანეკდოტები? ყველაფერზე, რა ნათელი და ბნელი
მხარეც შესაძლებელია დღესასწაულებს გააჩნდეთ.
მაგალითად, როგორია საახალწლოდ საქართველოში პროდუქტებზე
ფასების საკითხი და ლარის კურსის მდგომარეობა?
როგორია და ასეთი:
- სად შემიძლია შევხვდე ახალ წელს ას ლარად?
- სადღაც ასე 1995 წელში.
ვინ გვჭირდება გვერდით საახალწლო დღეებში?
ვინ და მეგობარი კარგი მახსოვრობით.
- აბა მომიყევი როგორ გაატარე ახალი წელი?
- არ ვიცი, მომიყვებიან და გეტყვი!
კითხვაზე, როგორი სახის
ფსიქოლოგიურ ძალადობას იცნობთ, არსებობს ძალადობის ფორმა,
რომელიც აბსოლუტურად ყველას გამოუცდია.
- ხელი არ ახლო არაფერს ახალ წლის დადგომამდე!!!
როცა თოვლის ბაბუა მეტისმეტად პირდაპირ იგებს
წერილის შინაარსს. ამიტომ დააზუსტეთ
თხოვნები.
- თოვლის პაპა, იცით რა? ახალ წელს საჩუქრად მინდა დიდი წითელი
სახანძრო მანქანა!
-კარგი - უპასუხა თოვლის პაპამ და სახლს ცეცხლი წაუკიდა.
შავი იუმორი საშობაო გოჭებისგან:
გოჭები მარჩიელობენ ყავაზე.
- ყელაფერი კარგად გექნება. უბრალოდ, საშობაოდ გელოდება პატარა
უსიამოვნება...
ისევ გოჭებზე...
გურული გოჭს ყიდის.
- აბა, გოჭიი, საუკეთესო, სიმინდზე გაზრდილი, უნაკლო...
- რა ღირს შენი გოჭი?
- 200 ლარი
- მერე უნაკლოა რომ ამბობ აგერ მარცხენა ყური გახეული აქვს.
- შენ გოჭი თუ გინდა, მართლა უნაკლოა და სათქმელი თუ გაქვს რამე მეორე
ყურში უთხარი.
მარტოობის საუკეთესო განმარტება:
ნამდვილი მარტოობაა, როდესაც ახალ წელს მხოლოდ პრეზიდენტი გილოცავს
ტელევიზორიდან...
საახალწლო ცვლილება მთვარის
კალენდარში:
ყველაზე მოკლე დღე 1 იანვარია: იღვიძებ და უკვე ღამდება!
საჩუქრების ჩუქების ყველაზე მოქნილი
სტრატეგია:
- რა აჩუქე ქმარს ახალ წელს?
- ლურჯი წავის ქურქი.
- მან რა გაჩუქა ?
- ანკესი და თევზსაჭერი სხვა მოწყობილობა
ყველაზე გამოსადეგი საჩუქარი
მწერლებს.
ქალი ეძებს მაღაზიაში საახალწლო საჩუქარს მისი საქმროსთვის.
გამყიდველი ეკითხება
- რა პროფესიისაა საქმრო?
- მწერალი
- მაშინ ეს მშვენიერი ნაგვის ურნა აჩუქეთ.
ისევ საჩუქრებზე:
ცოლი ეუბნება ქმარს:
– საახალწლოდ ხალიჩას მიყიდი?
– ცოცხითაც კარგად იფრენ
ისევ ცოცხებზე:
ანჩხლი ქალი ცოცხს ყიდულობს.
ერთსაათიანი გაუთავებელი ბუზღუნის, დაწუნების, გამყიდველისთვის
ნერვების მოშლისა და შენიშვნების მიცემის შემდეგ, როგორც იქნა
შეარჩევს. გამყიდველი ეკითხება - შეგიფუთოთ თუ გადააჯდებით და ისე
წახვალთ?
ხელოვანების საახალწლო აღქმები.
მხატვარი ჩუქნის ნაძვის ტოტს მევიოლინეს:
- შეხედე, რა სასიამოვნო სუნი აქვს?
- ხო, მესმის სუნი.
მასალის გამოყენების პირობები