"ქუთაისიპოსტმა" საქართველოში გადაღებულ პირველ სელფს მუზეუმში
მიაგნო.
ძველი"კოდაკის"მარკის ფოტოაპარატით გადაღებული საკუთარი თავის
ანარეკლი, იგივე სელფი გამოჩენილ ქართველ პუბლიცისტსა და მეცნიერს
ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის.
ნიკოლაძემ ფოტოზე საკუთარი თავი სარკეში არეკლილი გადაიღო.
"თანამედროვეობაში სელფი ახლახანს გაჩნდა და დიდი პოპულარობითაც
სარგებლობს, ნიკოლაძემ კი ასეთი ფოტოს გადაღების პრინციპს, ჯერ კიდევ
გასულ საუკუნეში მიაგნო. ის უდიდესი პიროვნებაა საქართველოსთვის,
რომელიც გამოირჩეოდა გენიალური აზროვნებით, ინოვაციების სიყვარულით,
ეს იყო ადამიანი, რომელიც თავად უსწრებდა სიახლეებს," - ამბობს ნიკო
ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ლია ბიბილეიშვილი.
ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი,
რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე 1843 წელს
ქუთაისში დაიბადა.
ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ მოაზროვნესა და
სამოციანელთა ერთ-ერთ თვალსაჩინო მეთაურს, სიცოცხლეშივე დაუმკვიდრა
ადგილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გვერდით.
1948 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში დაარსდა ნიკო ნიკოლაძის
სახლ-მუზეუმი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები