იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა
დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 277 პაციენტი
მკურნალობს. მათგან 70 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 7 პირი.
თვითიზოლაციაში 1079 ადამიანი
იმყოფება.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 281 761-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268
პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273
167-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.
30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური
მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.74 %, ხოლო 7
დღის მანძილზე - 1.61 %.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947
კვლევა ტესტით, მათ შორის 20 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 583
პისიარ ტესტით.