კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
11:30 / 26.04.2020
იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ქუთაისის ახალ ინფექციურში 23 პაციენტი რჩება
ქუთაისის ახალ ინფექციურში 23 პაციენტი რჩება
11:01 / 25.04.2020
კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
იცავენ თუ არა პანდემიის რისკის შემცირებისთვის საჭირო წესებს ქუთაისში (ფოტო)
იცავენ თუ არა პანდემიის რისკის შემცირებისთვის საჭირო წესებს ქუთაისში (ფოტო)
01:31 / 25.04.2020

გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ქუთაისში ავტომობილები  ველოსიპედებმა ჩაანაცვლა.

როდიდან რა შეზღუდვა მოიხსნება– ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გეგმა
როდიდან რა შეზღუდვა მოიხსნება– ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გეგმა
16:49 / 24.04.2020

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის  ექვსეტაპიანი გეგმა წარადგინა.


ნახეთ, როდიდან რა საქმიანობის განხორციელება იქნება ნებადართული.

 


I ეტაპი


27 აპრილიდან მსუბუქი მანქანებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა.


II ეტაპი


11 მაისიდან მშენებლობა,სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსერვისი სრულად, საყოფაცხოვრებო ნივთების რემონტი, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.


III ეტაპი


25 მაისიდან ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება, საგამომცემლო საქმიანობა, მაღაზიები .


IV ეტაპი


8 ივნისიდან. სავაჭრო მოლები, სალონები, ღია ტიპის რესტორნები და ბარები.


V ეტაპი


22 ივნისიდან დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, რესტორნები და კვების ობიექტები.


VI ეტაპი


6 ივლისიდან ყველა სხვა საქმიანობა, სასტუმროები, სათამაშო ბიზნესი, გასართობი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობა.


პრემიერმა მოკლე განმარტება გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე და განაცხადა, რომ ამ პროცესის რომელიმე ეტაპზე მიბმა არაგონივრული იქნება,  რადგან ეს საკითხი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის შეძლებენ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, უცნობია.



 

More Articles...
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.