იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის
თქმით, ქუთაისის ლაბორატორიამ 103 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა,
კოვიდ-19-ზე ყველა მათგანი უარყოფითი იყო.
103 გამოკვლეულ ნიმუშს შორის არის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ
ღვანიკითიდან 12 პირის ანალიზი, ახალი ტიპის კორონავირუსი არც მათ
დაუდასტურდა.
ქუთაისისი ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე
23 პირი გადის მკურნალობის კურსს, ჯამში მათ
13 გამოჯამრთელებული პირი ჰყავთ.
საჩხერის სამედიცინო ცენტში
7 პირმა დაამარცხა კოვიდ-19, კლინიკას ამ დროისთვის გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავს.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული
456 შეთხვევაა, აქედან
139 პირი გამოჯამრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება
4904, ხოლო სტაციონარში მეთვაყურეობის ქვეშ-
579.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
3 საქართველოს მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები