ქუთაისში, 4 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი კორონავირუსის
გავრცელების გამო შეწყდა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის
თქმით, დაკეტილი ბაღების გარდა, სწავლა შეწყდა
10 ცალკეულ ჯგუფშიც.
"ვირუსი დაუდასტურდა პედაგოგებსაც, 145 პედაგოგია
ინფიცირებული და იმყოფებიან იზოლაციაში'',- ამბობს დავით
წიტაიშვილი.
ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალი და
7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე
მზარეულებისათვის, სავალდებულოა.
მასალის გამოყენების პირობები