საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 700 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 5 277 ადამიანი, გარდაიცვალა 81
პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 784 091 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 716 382, გარდაიცვალა 10 975
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა - 135,
იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 240, შიდა ქართლი - 307, გურია - 77,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 57,
სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები