ხვალ, ქვეყანაში "ფაიზერის" 168 000 დოზა შემოვა.
დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან
გამყრელიძის თქმით, "ფაიზერის'' დოზები, რომლებიც ხვალ შემოვა
სახელმწიფომ იყიდა.
გამყრელიძის თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი
ვაქცინაციაა.
მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში,
კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და
სამეგრელო-ზემო სვანეთში შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო
დაწესებულებაში ტარდება.
პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.
"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს
შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი
რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინაა
ხელმისაწდომი: ფაიზერი,სინოფარმი,სინოვაკი და ასტრაზენეკაა.
საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის"
ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან
დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793
პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები