დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით - „ფაიზერით“
ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქსა და 37
სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია
120-მდე ბრიგადა.
„ფაიზერის“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს განახლდა და სულ 147
000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს კი ჯავშანი არ
დაუდასტურდა.
„ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელი იყო 16 წლის და ზემოთ ასაკის,
ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა იმ
პირისთვისაც, რომელმაც კოვიდინფექცია გადაიტანა.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად
გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოში 24 ივლისს
შემოვიდა.
აგვისტოს შუა რიცხვებიდან საქართველოში „ფაიზერის“ მორიგ პარტიას
ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები