საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით,
ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება
მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322
დადგენილებაში აისახა.
ცვლილებების მიხედვითვე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი
ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და
სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა
მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
დადგენილება მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები