დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან
გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით
ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.
როგორც მან აღნიშნა, ორივეს შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს
მსუბუქად.
გამყრელიძის თქმით, საქართველოს 2 მოქალაქის კონტაქტები გამოკვლეულია
და იზოლირებული არიან.
„ხუთი ადამიანიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთის
ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია.
შემოსულები იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში. ხუთივე
ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა,
რომელებიც უცხოელები იყვნენ დატოვეს ქვეყანა, დანარჩენი ორი -
საქართველოს მოქალაქეები შესაბამისად იზოლირებული არიან და მათზე
მიმდინარეობს მეთვალყურეობა, არიან სახლის პირობებში, დაავადება
მიმდინარეობს მსუბუქად“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შემთხვევა
დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან
აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ
აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.
მასალის გამოყენების პირობები