Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 064 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 335 769-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.13%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 316 389-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 99,
ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 25, გურია - 7, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 104, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -
18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 732 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 885 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 17 822 პირი, აჭარაში - 1 584, იმერეთში - 1 610.
მასალის გამოყენების პირობები