Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 160 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 333 601-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.81%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 302 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 313 651-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 519 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარა - 86, იმერეთი - 113,
ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 53, გურია - 31, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი -
22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 62, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 678 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 16 872 პირი, აჭარაში - 1 436, იმერეთში - 1 613.
მასალის გამოყენების პირობები