მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.8
მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია
აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ დასავლეთ
წყნარი ოკეანის რეგიონის გარდა ყველა რეგიონში იკლო. ყველაზე მეტად კი
ინფიცირების მაჩვენებელი ევროპის რეგიონში შემცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი
შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 2 387 663 შემთხვევა ინდოეთში
დაფიქსირდა, რაც 13%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ
შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 437 076 შემთხვევით,
რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 3%-ით მეტია, მესამე
ადგილზეა შეერთებული შტატები 235 638 ახალი შემთხვევით, სადაც წინა
კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 21 %-ითაა
შემცირებული, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი არგენტინა ( 151 332 ახალი
შემთხვევა) და კოლუმბია (115 834 ახალი შემთხვევა) არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი
დღის განმავლობაში კორონავირუსს 86 000-მდე ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები