Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 968 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 375-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.90%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 308 821-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 442 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 95,
ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 28, გურია - 27, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 75, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი -
11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 660 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 17 233 პირი, აჭარაში - 1 599, იმერეთში - 1 719.
მასალის გამოყენების პირობები