საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 88 522 პირმა
ჩაიტარა.
რაც შეეხება დღიურად აცრილთა რაოდენობას, კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინით აცრილთა დღიური რიცხვი 3 130-ს შეადგენს. შესაბამის
მონაცემებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15
მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ჩატარდა შემდეგი ვაქცინებით:
„ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“. საქართველოში ასევე
შეომოსულია ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკი“ თუმცა, ამ კონრეტული
ვაქცინით ჯერ მოსახლეობის იმუნიზაცია დაწყებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები