Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.48%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149,
ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი -
13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 634 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 21 544 პირი, აჭარაში - 1 778, იმერეთში - 1 269.
მასალის გამოყენების პირობები