Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 324 256-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 251 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 303 679-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 178,
ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი -
16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 629 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 22 715 პირი, აჭარაში - 1 821, იმერეთში - 1 288.
მასალის გამოყენების პირობები