ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები
„სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიცვათ იმერეთში
ყველა ხანდაზმულთა პანსიონატი. სწორედ ეს ადამიანები არიან რისკჯგუფი,
რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ვირუსის გავრცელების საშიშროების
წინაშე. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თავშესაფარი იმერეთში და ამ პროცესს
აუცილებლად გავაგრძელებთ“, - ამბობს იმერეთის
გუბერნატორის ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 80-მდე ბენეფიციარია
რეგისტრირებული.
10 მაისის მონაცემებით, საქართველოში 62 447 აცრაა ჩატარებული.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ
booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები
და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის
საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
მასალის გამოყენების პირობები