სასაფლაოებზე მოქალაქეთა დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322
დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების
მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი
საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა
იკრძალება.
აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან
მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს
გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ
პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნები"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები