Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 297 728-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 237-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 959 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96,
ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი -
23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 459 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374, იმერეთში - 1 001.
მასალის გამოყენების პირობები