ერთი კვირის წინ, ქუთაისში, საკლასო
ოთახებში დაბრუნებულ ასეულობით მოსწავლეს კვლავ დისტანციურ სწავლაზე
გადასვლა მოუწია.
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თვითიზოლაციაში
გადასულია ქალაქის 12 სკოლის 15 ჯგუფი.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
უფროსის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მოსწავლეები კლასებში დაბრუნებას
მაქსიმუმ ორ კვირაში, მინიმუმ კი 10 დღეში
შეძლებენ.
"არსებული რეკომენდაციის მიხედვით, სურვილის
შემთხვევაში მათ შეუძლიათ 10 დღიანი იზოლაციის დასრულების შემდეგაც
დაუბრუნდნენ პროცესს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კორონავირუსის შემთხვევების
დაფიქისრების გამო, დისტანციურ სწავლას დაუბრუნდნენ სამხედრო ლიცეუმის
პირველი საფეხურის მოსწავლეებიც.
15 თებერვალს, კორონავირუსის გამო დაწესებული
შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, ქუთაისში საკლასო
ოთახებში სწავლა 26 785 მოსწავლემ
განაახლა.
ქალაქში სულ 38 საჯარო სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები