იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა
დადასტურდა.
რეგიონის საავადმყოფოებში 446 პაციენტი მკურნალობს. მათგან
114 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზეა
14 პირი.
კლინიკურ-სასტუმროებში 12 პაციენტია.
თვითიზოლაციაში 1 204 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266
462-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 259 228-მდე.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით,
კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 377 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დ ეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები