ახალი ამბები
მშობლებს სწავლების ფორმატის არჩევა კვირაში ერთხელ შეეძლებათ
FaceBook
ქუთაისში, თბილისს  და რუსთავს მშობლებს სწავლების ფორმატის ასარჩევად კვირაში ერთხელ 24 საათი ექნებათ.

რაც იმას ნიშნავს, რომ  ყოველ ოთხშაბათს 00:00 საათიდან 23:59 საათამდე მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათი შვილები სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ თუ გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ. ეს კი უნდა დაფიქსირდეს სპეციალურ  სარეგისტარციო გვერდზე.

"ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 - 23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი. სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით უკვე სარგებლობენ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა 1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება მოუწევთ, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

ქუთაისის სკოლებში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება პირველ მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო თარიღი შეიცვალა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება, სურვილის შემთხვევაში, 15 თებერვლიდან შეეძლებათ. 

ყველა სკოლაში მეხუთე კლასს ზემოთ მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. პირბადე სკოლაში არ დარიგდება და განათლების მინისტრის თქმით, ის მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, სადაც 24 ათასამდე მოსწავლე ირიცხება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.