ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში
463 ადამიანი მკურნალობს, აქედან მძიმედაა 133, ხოლო სუნთქვით
აპარატზე 14 პაციენტი იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260
480-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671
პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 251
748-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალა 19
პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დ ეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები