საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4734 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3895 პაციენტი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 174383
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 145
287 შეადგენს. გარდაიცვალა 1614 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1126 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 6900 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 3689
ადამიანი იმყოფება.
ანტირეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა იმერეთში. გასული 24 საათის
განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 823 შემთხვევა
გამოვლინდა.
ამჟამად ვირუსზე 1325 პაციენტი მკურნალობს. მათგან მძიმეა 247-ის
ჯანმრთელობის მდგომარეობა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 52 პაციენტი.
კოვიდსასტუმროში - 393, ხოლო საკარანტინე სივრცეში -27
პირი.
ვირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა.
ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის
11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი
გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
მასალის გამოყენების პირობები