ახალი ამბები
შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენილები ქველმოქმედების იმედად
FaceBook
ათთვიანი კოვიდპანდემიის  განმავლობაში სამუშაო ადგილები  ათასობით ადამიანმა  დაკარგა.


მოქალაქეებს სამსახურის დატოვება მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების გამო მოუწიათ. ამის საკომპენსაციოდ მთავრობამ  ანტიკიზისიული გეგმა შეიმუშავა,  რომელიც უსამსახუროდ დარჩენილ ოჯახებს არაფერში შველის.


ანას ოჯახი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წყალტუბოში, სანატორიუმ "ინტურისტში" ცხოვრობს.  მას შემდეგ, რაც ვირუსის გამო ქვეყანაში სიტუაცია გართულდა, მისმა მეუღლემ სამუშაო დაკარგა და ოჯახი  შემოსავლის გარეშე დარჩა. 

მცირეწლოვნებიდან ერთი ხუთი წლისაა, მეორე ოთხი თვის. ანა ამბობს, რომ ყველაზე მეტად ბავშვებზე ღელავენ. ვირუსის პერიოდში ერთადერთი დახმარება რაც მიიღეს, ბაღიდან აღსაზრდელისთვის განკუთვნილი საკვების მარაგია, საიდანაც ახლა მხოლოდ რამდენიმე კილო მაკარონი დარჩათ.  

,,ჩემს თავს არ დავეძებ და ბავშვის საკვებით მაინც დამეხმარონ. დიდები როგორმე გავიტანთ თავს. გათბობაც გვიჭირს. აქ გაზი არაა, დენი ძვირია და შეშის ღუმელი გვაქვს. ფიჩხებს ვაგროვებთ და ისე ვთბებით", - ჰყვება ანა.

ის ამბობს, რომ  პანდემიამდე მრავალშვილიანი ოჯახი თავს ძლივს ინახავდა. ახლა კი,  მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების გამო ოჯახმა ეს ერთადერთი შემოსავალიც დაკარგა. 

მსგავსი პრობელემების წინაშე არაერთი ოჯახი დგას. სწორედ მათი ყოფის შესამსუბუქებლად ქუთაისში საქველმოქმედო ჯგუფები შეიქმნა. "ზამთრის მარაგი" და ,,სიკეთით სავსე ზამთარი" იმ მოქალაქეების დახმარებაზეა ორიენტირებული, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

სოციალურ ქსელში გახსნილ გვერდზე დახმარების თხოვნა და ქველმოქმედება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოხალისეები ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საკვებს, წამლებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთებს აგროვებენ.  ბენეფიციარების საჭიროებების მიხედვით ახარისხებენ და მათთან  მიაქვთ.

ჯგუფი ამ დრომდე 12 ოჯახს დაეხმარა.



შეშა ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახს მიუტანეს


ეს ხონში გასზავნილი ნივთებია

"თავიდან დავწერე პოსტი, სადაც ვსაუბრობდი იმაზე, რომ ყველა ოჯახს აქვს ზამთრის მარაგი ჯემი/კომპოტი ა.შ. და სურვილის მიხედვით გაენაწილებინათ მათთვის, ვისაც არ ჰქონდა. ვიფიქრე, რომ მობილიზაცია ყოფილიყო ყველა ქალაქში კონკრეტულ ერთ ადგილზე მაინც. იდეა ისეთი ტემპით განვითარდა მეც ძალიან გამიკვირდა. ასე შეიქმნა ,,ზამთრის მარაგი", რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც მუშაობს და უკვე ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის 12 ათს მოხალისეს აერთიანებს. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს,რომლებთაც უჭირთ ან გაუჭირდათ არ აქვთ სამსახური კოვიდ-პანდემიის გამო დაევეხმაროთ საკვებით, ტანსაცმლითა და პირველადი პროდუქტებით", - ამბობს მოხალისეთა ჯგუფის ,,ზამთრის მარაგის" დამფუძნებელი ზურა კალაძე.

ზამთრის გადატანაში მოქალაქეებს დახმარებას ქუთაისში მოხალისეთა კიდევ ერთი ჯგუფი ,,სიკეთით სავსე ზამთარი უწევს". საკვებთან და სხვა საჭირო ნივთებთან ერთად გახსნილია  სპეციალური ანგარიშიც, სადაც ნებისმიერი თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელია. შემოწირულობა ძირითადად საკვები პროდუქტების შეძენას ხმარდება.

ტანსაცმელი, საკვები თუ სხვა ნივთები, რასაც ქველმოქმედების მსურველები გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად გადადებენ, თავს ქუთაისში, ახალგაზრდული ცენტრის შენობაში (ყოფილი კინო ,,სულიკო") იყრის.




ეხმარებიან ყველას, ვინც მათ ხმას მიაწვდენს განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. საქველმოქედო ჯგუფი ამ დრომდე სხვადასხვა რეგიონის ექვს ოჯახს დაეხმარა. 

,,ჯგუფის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, რომლებმაც კოვიდ პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს. წინ მძიმე ზამთარი გველის. ერთად დგომით უნდა შევუმსუბუქოთ ყოფა მათ, ვინც მოგვმართავს და ჩვენი დახმარება დასჭირდებათ.

ეს გვერდი, ,,სიკეთით სავსე ზამთარი", არის საერთო პლათფორმა ყველასთვის. ვისაც სურვილი ექნება  აქ გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით დაეხმარონ კონკრეტულ ოჯახს თუ ადამიანს, შეუძლიათ პირადად დაეკონტაქტოთნ კიდეც მათ და გაახარონ",
- ამბობს საქველმოქმედო ჯგუფის დამფუძნებელი, ჟურნალისტი ხათუნა მაისურაძე.

სანამ ხელისუფლებაში დარწმუნებული არიან, რომ მათი გეგმები მოქალაქეების საჭიროებებზე ზუსტადაა მორგებული, დახმარების მსურველი მოქალაქეები სხვა მოქალაქეების თანადგომის და იმის იმედად რჩებიან, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა დროულად დასრულდება.


ავტორი: ანა ჯიქია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.