ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე - პირადად მე არ მეგონა ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა
FaceBook
პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა,
- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები არის, თუმცა ექიმები სიტუაციას გმირულად უძლებენ.

"კი ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ. ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას. ჩვენი გმირი ექიმები უძლებენ. მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა. საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადოება და მათ აქვთ ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში. იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, აგვისტოს ომი ... დღეს თითოეული ქართველი ექიმი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, თითოეული სამედიცინო მუშაკი.

დღეს 8000 -ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, აქედან, რა თქმა უნდა, უმრავლესობა თავის სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ იცით, რომ დაიღუპნენ კიდეც. ქედს ვიხრი მათ წინაშე. რთულია ეს ყველაფერი. ხაზს ვუსვამ, რომ სისტემა უკეთაა მზად, მაგრამ იდეალურად არ ვართ, შედარებითია ყველაფერი. მწყობრ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდა, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემასაც გაუჭირდა, იცით ეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ნახეთ როგორ "მუშაობს" ჯანდაცვის სისტემა სტატიაში  - მილიარდები პანდემიასთან საბრძოლველად და სისტემა დაღლილი ექიმების მხრებზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.